1.
პროექტის სახელწოდება :,,საახალწლო ტრადიცია საქართველოში“
2.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს
შევუქმნა საახალწლო განწყობა.
3.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს აინტერესებთ ძველად
როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს მათ ქვეყანაში.
4.
პროექტის მიზანი: ა) შევასწავლო მოსწავლეებს საახალწლო ტრადიციები საქართველოში.
ბ) განვუვითარო მოსწავლეებს კვლევა-ძიების
, მასალების მოძიებისა და პრეზენტაციის უნარი.
5.
მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი.
6.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა.
7.
მოსალოდნელი შედეგი : ა) შეიკრიბება მასალა , თუ როგორ
ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში; ბ) ბავშვებს გაუღვივდება ინტერესი ძველი თრადიციების შესწავლისადმი; გ) ინფორმაციის დონეზე მაინც შეისწავლიან ტრადიციული კერძების მომზადებას.
დ) შეისწავლიან კუთხურ მილოცვებს და დალოცვის წესებს.
8.
საჭირო რესურსები: წიგნები , თაბახის ფურცლები,კომპიუტერი,ფოტოაპარატი
9.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად იმის მიხედვით, წარმოშობით თუ რომელი კუთხიდან არიან.ვთხოვ მოიპოვონ ინფორმაციები,თუ
როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ძველად, უფროსი თაობის წარმომადგენლებისაგან აიღონ ინტერვიუები,
ჩაიწერონ ლექსები, დალოცვები, სადღეგრძელოები,
გადაიღონ სურათები კუთხური ჩაცმულობით. შეკრებილი
მასალით მოვაწყობ სლაიდშოუს და გავაკეთებ პრეზენტაციას.
10. საგანთა შორის კავშირი:
ქართული ენა, ბუნება, მუსიკა, ხელოვნება.
11. პროექტის
ხელმძღვანელი: მაია ფოფხაძე.
12. ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა:maiapopkhadze7@gmail.com
13. http://maiapopkha.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий